10:56 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 17:28:33, 912 ნახვა

საზოგადოება
25 და 26 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საშობაო კონცერტი - The Sound of Christmas გაიმართება

25 და 26 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში,  SOLO-ს მხარდაჭერით, საშობაო კონცერტი  - The Sound of Christmas  გაიმართება.

როგორც SOLO livestyle-ს ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტზე წარსდგებიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები - ბექა გოჩიაშვილი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.

ამასთან, მისი თქმით, კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან საფესტივალო გუნდი, ყველასათვის ცნობილი მომღერლები ნატალია ქუთათელაძე, ლევან დეისაძე და მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი არტისტები - მაიკ მიტჩელი, ქემრონ გრეივისი და მაქს გერლი, რომლებიც დაუვიწყარ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

„ძალიან მიხარია, რომ ტრადიციულად SOLO ლაუნჯში ვაანონსებთ ისეთ ფანტასტიურ პროექტს, რომელიც ჩატარდება 25 და 26 დეკემბერს - The Sound of Christmas, რომელიც მოიტანს ძალიან საახალწლო და საშობაო განწყობას თბილისში და ბევრი საინტერესო სურპრიზი ელოდება  მსმენელს. ამ კონცერტის მთავარი მონაწილეები არიან ნიკოლოზ რაჭველი და ბექა გოჩიაშვილი ორი  ვუნდერკინდი, ასე, რომ  ცოტა „გაჯაზებულ“ კლასიკას შემოგვთაავზებენ. ასევე გორის ქალთა გუნდი იქნება კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე, სხვადასხვა საინტერესო და საორკესტრო სიახლეებს წარმოგვიდგენენ. ბევრი პრემიერაც იქნება და ყველა შევძლებთ, რომ ჩავიფიქროთ საშობაო სურვილები და ვიყოთ ისეთი შეგრძნებით, რომ გარშემო თოვს“, - განაცადა ნინო ჩიქოვანმა.

კონცერტის ფარგლებში, სპეციალურად ამ დღისთვის შესრულდება მუსიკალური პრემიერები.

საკონცერტო ბილეთების გაყიდვა შესაძლებელია ჭავჭავაძის, აბაშიძისა და ყაზბეგის SOLO ლაუნჯებში.

ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.tkt.ge -ზე. SOLO-ებისთვის ბილეთის ფასი 70 ლარიდან იწყება.

მათთვის კი ვინც არ არის სოლო, ბილეთების შეძენა 90 ლარიდან არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

www.SOLO.ge

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics