|
2018-12-10 19:00:16, 1430 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - სასოფლო-სამეურნეო მიწა, დღეს არც ერთი უცხოელის სახელზე არ დარეგისტრირებულა
„დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფიგზე განაცხადა. მისი თქმით, აქციის გამო, ათასობით ადამიანმა იუსტიციის სახლში ვერ შეძლო დროული მომსახურების მიღება. „მე მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ე.წ. მორატორიუმის კანონი ნაწილობრივ გააუქმა დ ანტიკონსტიტუციურად ცნო, ნაწილობრივ, რადგან მორატორიუმი ანტიკონსტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ ფიზიკური პირების, ანუ უცხოელების ნაწილში. დღეს ჩვენ ვიხილეთ ვნებათა ღელვა, ვიხილეთ საპროტესტო აქციები იუსტიციის სახლთან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყველას, მოვუწოდო სიმშვიდისკენ, რადგანაც ჩვენ როდესაც საკუთარ აზრს გამოვხატავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს ეჩქარება, სამშობიაროში მეუღლესთან დაბრუნდეს და დაბადების მოწმობა წაიღოს. ბევრი სხვა ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს დღეს საპროტესტო აქციამ ხელი შეუშალა. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან მომსახურება განახლდება და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი ბლოკირებული. დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო და არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ დ სხვა მოქალაქეების პატივისცემისკენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, თბილისში, იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ. კონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)