|
2018-12-10 18:59:46, 1113 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნება თბილისში ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა დედაქალაქისთვის საინტერესო პროექტი იქნება. როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ე.წ. ქარშერინგი, რომელიც ევროპის ბევრ ქალაქშია განვითარებული, საკმაოდ იაფი და კომფორტულია და მისი მომსახურებით თავადაც ხშირად სარგებლობს. „ყველა განვითარებულ, თანამედროვე ქალაქში არის ე.წ. ქარშერინგი, სადაც ავტომობილის იჯარით აღებაა შესაძლებელი. ასევე, არის ველოსოპედების, ელექტროველოსიპედების გაქირავებაც. საკმაოდ საინტერესოა და ბევრი ადამიანი, მათ შორის, მეც ვსარგებლობ, როდესაც ევროპულ ქალაქებში ვიმყოფები. ეს სერვისი კომფორტული და იაფია და მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით საინტერესოა ველოსიპედების მიმართულება. მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნებოდა თბილისში ანალოგიური სერვისის დანერგვა. თუ კერძო სექტორი დაინტერესდება და ისინი განახორციელებენ ამ პროექტს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა თვალსაჩინოებისთვის მსგავსი დანიშნულების ველოსიპედიც წარადგინა. კახა კალაძის განმარტებით, მისი მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირების, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერისა და აბონემენტის შეძენის, ან ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ; ველოსიპედს აქვს სპეციალური ჩამკეტი, რომელიც მხოლოდ ტელეფონში გადმოწერილი სპეციალური აპლიკაციის შეხებით იხსნება; სარგებლობის შემდეგ, ველოსიპედის დატოვება ნებისმიერ ადგილზე, პარკირების გარეშეა შესაძლებელი; ველოსიპედის გადაადგილება GPS-ის საშუალებით კონტროლდება. თბილისის მერის თქმით, მერიის მიერ განხორციელებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, ველობილიკების მოწყობა გათვალისწინებულია.
(NS)
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)