|
2018-12-10 13:21:59, 1381 ნახვა
კომენტარი
განათლების მინისტრის მოადგილე სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე: ამ პროცესის პოლიტიზირება აბსოლუტურად მიუღებელია
„ეს არის უდაოდ ტრაგედია, მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ პროცესის პოლიტიზირება და ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს. როგორც მან აღნიშნა, სკოლებში შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია. „ბუნებრივია, განათლების სამინისტრო თავისი არსებობის ისტორიაში მუდმივად ატარებს ინსპექტირებას ყველა სკოლის და ამის მიზანს წარმოადგენს ხარისხის დადგენა და იმ სტანდარტის შესაბამისად ჩვენი ბავშვებისთვის განათლების მიწოდება, რომელიც აუცილებელია მათთვის. ძალიან ნიშანდობლივი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ქალბატონი ია კერზაიას გათავისუფლების შესახებ მიღებული არ ყოფილა, ეს იყო პროცესი, რომელიც არის ძალიან ჩვეულებრივი და სტანდარტული პროცესი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის პოლიტიზირება არის დაუშვებელი და მიუღებელი. რაც შეეხება ზოგადად, პარლამენტში ამ საკითხის განხილვას და დაბარებას მინისტრის, ჯერჯერობით, ოფიციალურად არანაირი მოწვევა პარლამენტის რომელიმე ფრაქციისგან არ მოგსვლია, მაგრამ მზად ვართ ასევე მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ ყველა კითხვას ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)