|
2018-12-10 09:46:00, 911 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით, შშმ პირები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. შშმ სტატუსის დამადასტურებელს დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა. თეა წულუკიანის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2 600 000-ზე მეტი პირადობის მოწმობიდან ნახევარზე მეტი − 1 500 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული, ამჯერად კი, აქცია სპეციალურად შშმ პირებისათვის გამოცხადდა. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებების იდენტიფიკაციასა და მათთვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე იუსტიციის სამინისტრო მუდმივად მუშაობს. იუსტიციის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შშმ პირთა მონაწილეობით მომზადდა კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ძირითად პრინციპებს და შშმ პირების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებასა და განვითარებას. დღეისათვის მიმდინარეობს კანონპროექტის ფინანსური შეფასების პროცესი, რომელსაც „UNDP“-ის მიერ შერჩეული საერთაშორისო ექსპერტი აწარმოებს. ამის შემდეგ კანონპროექტი მთავრობას წარედგინება. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება. მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შშმ პირებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი უწყებებია - იუსტიციის სახლებში გარე პერიმეტრზე დაპროექტებული და აშენებულია პანდუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის, მომსახურების დარბაზებში ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, თბილისის იუსტიციის სახლის სივრცეები მორგებულია უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე. შიდა სივრცეში დაგებულია სპეციალური ტაქტილური ბილიკები; ბრაილის შრიფტითაა დამზადებული შესასვლელში განთავსებული სანავიგაციო რუკა და მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები. უკვე არსებობს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად ადაპტირების პროექტი. იუსტიციის სახლების 300-მა თანამშრომელმა უკვე გაიარა სპეციალური ტრენინგი და ჟესტების ენას დაეუფლა. წლის ბოლომდე სწავლებას იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი გაივლის. შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს უწყებების ვებგვერდები და ონლაინსერვისები. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც უსინათლო და მცირემხედველთათვის, ისე სმენადაქვეითებულთა და ყრუთათვის.
(NS)
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)