12:01 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 09:17:15, 1337 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ განიხილება

„ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის,  არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისმის გარკვეული სპეკულაციები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს.

“მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარს საფუძველი არ აქვს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას აქცენტის სხვა საკითხებზე გადატანის ინტერესი აქვს.

„ბუნებრივია, დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას“ აქვს იმის სურვილი და ინტერესი,  რომ აქცენტი  გადაიტანოს სხვა რაღაცეებზე, აქედან გამომდინარე, გვესმის ჩვენ ეს სპეკულაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გუნდს სჭირდება მუდმივი გაძლიერება, განახლება. რა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტს განსაკუთრებით ვაკეთებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ჩვენ საზოგადოების წინაშე უნდა წარვსდგეთ გაძლიერებული გუნდით. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამაზე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ახლა რაიმე საკადრო ცვლილებებს, ამას საფუძველი არ აქვს. ეს არის დამარცხებული პოლიტიკური პარტიის  „ნაცმოძრაობის“ სურვილი, რომ გადაიტანოს სხვა რამეზე აქცენტი საკუთარი მარცხიდან”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics