|
2018-12-09 13:57:56, 1302 ნახვა
საზოგადოება
კლიმატის ფორუმის მონაწილე ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთში არ შეუშვეს -საგარეო უწყების განმარტება
პოლონეთის ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კლიმატის ფორუმზე დასწრებას აპირებდნენ, ქვეყანაში არ შეუშვა. როგორც ცნობილი გახდა, მესაზღვრეებმა სამოქალაქო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი არ გაატარეს, მათ შორისაა ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელია. ქართველი სამოქალაქო აქტივისტი აეროპორტში გასულ ღამეს საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს და უთხრეს, რომ მისი სახელი საშიში პირების სიაშია. ნუგზარ კოხრეიძის თქმით, სამართალდამცველებმა მას ორი ვარიანტი შესთავაზეს - უკან გაბრუნებულიყო საქართველოში და პოლონეთში მოგვიანებით ჩასულიყო, უარის შემთხვევაში კი დეპორტაცია დაემუქრებოდა და 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალებოდა. მისივე თქმით, პოლონეთში მათი ჩასვლის მიზანს მარშში მონაწილეობა წარმოადგენდა, რომელიც ნახშირის მოპოვების შეჩერებას ეძღვნებოდა. აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძის პოლონეთის აეროპორტში იძულებითი გაჩერების შესახებ, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს. მათი თქმით, ინციდენტის შესახებ საქმის კურსში არიან. „ინფორმაციის მიღებისთანავე აქტიურად ვმუშაობთ პოლონურ მხარესთან, თავად ღონისძიების ორგანიზატორებთან და ბუნებრივია მუდმივ კავშირში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან. საქართველოს მოქალაქეების გარდა საზღვარზე მოხდა ღონისძიების მონაწილე სხვა პირების შეფერხებაც. ყველა ქვეყნის მიგრაციის და სასაზღვრო სამსახურებს აქვთ უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქე. მიზეზებს ვარკვევთ პოლონურ მხარესთან. სავარაუდოდ, აღნიშნული შეზღუდვები შესაძლოა უკავშირდებოდეს უსაფრთხოების გარემოს“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)