00:44 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 16:32:43, 1506 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

 თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა გერმანიის ელჩს ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებსაც შეეხო. 

„ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დასაფასებელია. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტების დონეზე. დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობის მხრიდან ყოველთვის ვგრძნობთ. გვინდა, გერმანიის ქალაქების უზარმაზარი გამოცდილება გავიზიაროთ. დღეს ჩვენ ქალაქის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის, გამწვანების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა თბილისის მერს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მოხარული ვარ, რომ ერთმანეთს შევხვდით. თქვენ დედაქალაქის შესანიშნავი მერი ხართ და ძალიან წარმატებული ერთი წელი გქონდათ. თბილისი ულამაზესი ქალაქია, სადაც ბევრი შრომაა ჩადებული, მაგრამ, რასაკვირველია, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. თქვენი საქმიანობის ერთი წლის ანგარიში ძალიან საინტერესო იყო. ვიცი, რომ ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთეთ და კიდევ არაერთი პროექტი გაქვთ დაგეგმილი. ასე რომ, შეგიძლიათ  ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics