10:36 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 14:46:11, 1237 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე კატალპები მინდვრის ნეკერჩხლებით იცვლება

ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე დაზიანებული კატალპები ექვსმეტრიანი მინდვრის ნეკერჩხლებით იცვლება. ხეების დარგვის პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

როგორც მან აღნიშნა, კატალპები, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე 2011 წელს დაირგო, არსებული ურბანული კლიმატისთვის შესაბამისი არ იყო, რამაც მათი დაზიანება გამოიწვია.

„დღეს კატალპებს, რომელიც წლების წინ დაირგო, ნეკერჩხლებით ვანაცვლებთ. ჩანაცვლების აუცილებლობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ეს მცენარე ურბანული გარემოსთვის არასწორად იყო შერჩეული. სწორედ აღნიშნული მიზეზით, 180-ვე ხე დაზიანდა - ვერ გაიზარდნენ და დაავადდნენ. ნეკერჩხლები იმ ნუსხიდან შეირჩა, რომელიც წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტისა და ექსპერტების მიერ დამტკიცდა. ექვსმეტრიანი, 200-მდე ნეკერჩხალი აღმაშენებლის გამზირზე დაირგვება და ვფიქრობ, ისინი ამ უბანს ძალიან დაამშვენებს. ასევე, გასათვალისწინებულია, რომ ეს მცენარე თბილისის კლიმატისთვის და არსებული გარემოსთვის ადეკვატურია. დარწმუნებული ვარ, ამით ძალიან კმაყოფილი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, აღმაშენებლის გასამწვანებლად არასწორი სახეობების შერჩევის გამო წუხდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

მისივე თქმით, დაზიანებულ ხეებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში გადაიტანენ, სადაც ისინი გაისხვლება და შეიწამლება, რათა შესაბამის ადგილზე გადაირგოს.  

აღნიშნული ჩანაცვლების შესახებ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, რომ არასწორად შერჩეული სახეობის ხეები, ახალი ნერგებით ჩანაცვლებულიყო. 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე, თბილისში 12 000 მერქნიანი მცენარე დაირგვება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics