|
2018-12-04 16:43:27, 3223 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს საზღვაო უსაფრთხოების სხდომაზე რუსეთი გააკრიტიკა
ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სათაო ოფისში საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის მე-100 სხდომა გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში მერი ჩაკვეტაძე. სხდომის პირველ დღეს საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული უკანონო ქმედებები, რომლებიც ლახავს უკრაინის სუვერენულ უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს შავი ზღვის ამ ნაწილში ნაოსნობის უსაფრთხოებასა და უშიშროებას. უკრაინის დელეგაციამ რუსეთის ფედერაციას მკაცრი პროტესტი გამოუცხადა ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების სრული უგულვებელყოფით და დარღვევით რუსეთის ფედერაციის გემებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს უკრაინის გემებზე. IMO-ს 34 წევრი ქვეყნის, მათ შორის ავსტრალიის, კანადის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის პოზიციას და დაგმეს რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციამ გაავრცელა განცხადება: “უკრაინამ წარმოადგინა ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ IMO- ს, როგორც სავალდებულო, ასევე არასავალდებულო კონვენციების დარღვევებს. დღეს ამ სხდომის წევრებისთვის მიუღებელია აღნიშნულ ქმედებები. საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის მიმართ და აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში უკანასკნელ განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციამ შეიპყრო უკრაინის გემები და მათი ეკიპაჟები. საქართველოსთვის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის უხეშ დარღვევას. საერთაშორისო სამართლის დარღვევის ასეთი შემთხვევები პირდაპირი და მძიმე გამოწვევაა საერთაშორისო და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და უშიშროებისთვის, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გემებისა და ხალხის უსაფრთხო გადაადგილებას და უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აგრეთვე უკრაინის ტერიტორიულ წყლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რაც უარყოფითად მოქმედებს უკრაინისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე და დაიცვას ზღვის მშვიდობიანი გამოყენების პრინციპი”, - ნათქვამია საქართველოს დელეგაციის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)