|
2018-12-04 13:53:04, 1158 ნახვა
საზოგადოება
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც გარდაცვლილი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, დაახლოებით, 300-მდე მოქალაქემ, მკვლელობაში ბრალდებულის სახლს, სათავსოს და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა. მათ სცადეს ბრალდეულის ძმის სახლის დაწვაც, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს. პოლიციამ შეძლო დაკავებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)