10:26 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 14:47:56, 998 ნახვა

საზოგადოება
სურსათზე, ტრანსპორტსა და სხვა პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯსა და სახლის მოვლაზე, ასევე, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4%-იანი მატება, რაც 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.7%), რძე, ყველი და კვერცხი (3.3%), თევზეული (2.1%), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-8.3%);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 1.8 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3.8%);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაიზარდა 2%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (4.6%).

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.2%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5.5%-ით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7%) და საავადმყოფოების მომსახურება (2.5%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4.6%-ით, რაც 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8.5%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7.7%), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3.5%), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2.2%) ქვეჯგუფებზე.

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (4,6 პროცენტი). 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics