|
2018-12-03 14:12:25, 1508 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: კახა კალაძემ ზუსტად იცის, რა სჭირდება თბილისს
„თბილისის მერმა კახა კალაძემ ზუსტად იცის, რა სჭირდება ქალაქს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. მისი შეფასებით, მერის მუშაობის პირველივე წელი შთამბეჭდავია. „პირველივე წელი მერის მუშაობის არის შთამბეჭდავი. ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ზუსტად იცის რა სჭირდება ქალაქს თბილისის მერმა კახი კალაძემ. გულით აკეთებს თავის საქმეს და ამის შედეგია ის, რაც დღეს მოვისმინეთ. ეს იყო ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა კალაძემ ბიუჯეტის თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობაზე, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა ყურადღება სამართლებრივ რეფორმებზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და თბილისის საკრებულოს მადლობა გადაუხადა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)