|
2018-12-03 12:51:08, 845 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა
„თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია 411 ოჯახის განაცხადი. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ისეთი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. პროცესი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი - ფართები დაუკანონდეს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა. „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი, ვისაც ჩვენი თანადგომა და ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ ამ ყველაფერს მომავალშიც გავაგრძელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტში, აღნიშნული მიმართულება 27 მლნ ლარით არის გაზრდილი, რადგან მოქალაქეებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა პროცედურა; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი; გლდანის რაიონში გაიხსნა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მესამე ლოკაცია; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღიჭურვა პლანშეტური კომპიუტერებით, რომელიც ერთ გამოძახებაზე საშუალოდ 10 წუთს ზოგავს.
(NS)
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)