|
2018-12-02 18:37:13, 1561 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს
„დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ, კანონიერ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსთაველზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციას. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას დაძაბულობას სთავაზობს. "ისინი არ გულისხმობენ მოლაპარაკებას სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი გულისხმობენ მოლაპარაკებას ვაშაძის გაპრეზიდენტების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე შვიდას ოთხმოცი ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში - თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან. ოპოზიციაში იქნება პარტიები, ხალხი, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია იყოს ხალხი, ვისაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ, კანონიერ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს. სააკაშვილის გამოსვლაც ვნახეთ რომ იყო შუაში, მის შემდეგ გამოვიდა ბაჩუკი ქარდავა და კიდევ სხვები, რომელთაც საზოგადოება ლიდერებად არ ცნობს. თუ საზოგადოება, მათი ამომრჩეველი იქნება ისევ იმ პოზიციაზე, ეს, რასაკვირველია, ნორმალური, დემოკრატიული მოვლენაა, თუმცა არ მეგულება ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდეს დაძაბულობის იმ ფორმას და იმ დონეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, მათ შორის, თუნდაც ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ ვაშაძეც ამ პოზიციას იზიარებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)