10:16 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 14:25:50, 1104 ნახვა

საზოგადოება
შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაზე მთავრობისადმი მიმართვა მიიღეს

შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ეროვნული კონფერენციის მონაწილეებმა მთავრობისადმი მიმართვა მიიღეს. ისინი აივ/შიდსის სტრატეგიაში გაწერილი ღონისძიებების შესასრულებლად მთავრობისგან  ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

მიმართვას ხელი ასამდე მედიკოსმა და საზოგადოების წარმომადგენელმა მოაწერა.

მიმართვაში წერია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფის მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან უზრუნველყოფილი იქნას ყველა მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ხელმისაწვდომობა ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებზე.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 30 წლის წინ დაწესდა ეს დღე და ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს დაავადება გლობალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რომლითაც დღესაც დაინფიცირებულია 36-37 მილიონამდე ადამიანი, თუმცა მათგან უკვე 20 მილიონი გადის მკურნალობას. ეს დაავადება კარგა ხანია გახდა კონტროლირებადი, ანუ თუ მკურნალობ და იღებ მედიკამენტებს, მაშინ ცოცხლობ იმდენხანს, რაც ღმერთმა დაგიწესა",  - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დაახლოებით 10 500 ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა. ანუ დაახლოებით 3000 ადამიანია ქვეყანაში, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. აქედან გამომდინარე, 2018 წლის შიდსის მსოფლიო დღის დევიზია: „გაიგე შენი აივ სტატუსი!“. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics