10:16 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 11:24:54, 1109 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 465 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის გამო, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა.

მათ შორის: იმერეთიდან - 350; სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 110; გურიიდან - 15.

„იმერეთში გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.

გურიაში ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics