10:16 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 16:48:34, 955 ნახვა

საზოგადოება
„ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია“ - პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის ადვოკატს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეიმუშავა დასკნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია, და რომ სპეციალისტების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები მსჯავრდებულს ოპერატიულად უტარდებოდა. 

"საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი მოთავსებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“, სადაც 3 ოქტომბერს ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და დაისვა ერთობლივი დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი, რომლის გენეზიც, ექიმთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, იდიოპათიურია, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი გამოხატული პათოლოგია არ ვლინდება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება შესაძლო მწვავე და ქრონიკული სინუსიტის შედეგად გამოწვეული ჰორნერის სინდრომის შესახებ და დამატებით რეკომენდებულ იქნა ექსტრაკრანიალური არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევა რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა და პათოლოგია არ გამოვლინდა, ასევე გამოირიცხა ონკოლოგიური პათოლოგიის არსებობა. იმავე პერიოდში კლინიკაში  ჩატარდა ექიმ-ტოქსიკოლოგთა კონსილიუმიც. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების, სპეციალისტთა კონსულტაციების, მულტიპროფილური შემადგენლობის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის და სისხლში გამოკვლეული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცველობის გათვალისწინებით, არ დადასტურდა არც მწვავე და არც ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაცია. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით დამატებითი კვლევები საჭიროდ არ ჩაითვალა.
კლინიკაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულისთვის  ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა ლიმფოციტების უმნიშვნელო მატება. ამასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკის ექიმების, ასევე კონსილიუმში მონაწილე ექიმ-სპეციალისტების მიერ დამატებით გამოკვლევის ან/და მკურნალობის საჭიროების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა.
თუმცა,  სახალხო დამცველმა, დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ლიმფოციტების დამატებითი კვლევა რეკომენდებულად მიიჩნია. მოცემული რეკომენდაცია გაზიარებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ და მისი შესრულება ამჟამად მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics