|
2018-11-29 22:07:40, 1852 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს - ამ მიმართულებით ვიმუშავებთ
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი შეფასებით, ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს. როგორც ზურაბიშვილმა BBCს-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. "საქართველოს აქვს ასოცირების შესახელ ხელშეკრულება და მის დადებით შედეგებს ყოველდღიურობაში ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის, ნატო-ს მიერ შემოთავასებულ უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს და ქართველმა ხალხმა ეს იცის. ის, რასაც ჩვენ დღეს უკრაინაში ვხედავთ, ჩვენს ხალხს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს იმ ფიქრებისკენ, რომ მეტი ნატო გვჭირდება. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ევროპელებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ევროპამ იმედები გაუცრუა. პირიქით მათ იმედი აქვთ, რომ ევროპას დაუახლოვდებიან და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ხმა მე მომცეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. კითხვაზე - ხომ არ ჰგონია, რომ ნატო საქართველოს რუსეთის გასაღიზიანებლად იყენებს და გახდება თუ არა ქვეყანა ნატო-ს წევრი ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: "არა ასე არ მგონია. მგონია, რომ ყველაფერია შესაძლებელი და ის რომ მე დღეს პრეზიდენტი ვარ, ამის მაჩვენებელია. დრო ძალიან მალე იცვლება. იყო დრო როდესაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასე მიუახლოვდებოდა ევროპას, მაშინ დიპლომატი ვიყავი, ახლა კი, სულ სხვა რეალობაა. ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ და ქართველ ხალხს ეტაპობრივად ავუხსნათ, თუ რას ნიშნავს ევროპისკენ სვლა. ეს ისაა რაც მოსახლეობას უნდა და ჩვენ ეს უნდა უზრუნველყოთ", - აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)