07:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 21:50:15, 1786 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია: დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, შემდეგ კი ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია

„ეს არჩევნები ვერ იწოდება არჩევნებად. ახლა, აუცილებად უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, პოლიტიკურად არის ძალიან მიზანშეწონილი, რომ ასე მოვიქცეთ“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად მიიღებს.

„ველოდებით უახლოესი საათები საბოლოო სურათს, თუმცა ცხადზე ცხადია, რა ხდებოდა არჩევნების დღემდე, ის წარმოუდგენელი, ენითაუღწერელი პროცესები, ძალადობა, შანტაჟის მეთოდები და ასე შემდეგ. რამდენ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, რამდენ ადამიანს საერთოდ ხმის მიცემა აუკრძალეს კრიმინალურმა „ძველმა ბიჭებმა“, ხო დავინახეთ ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არჩევნები ვერ იწოდება არჩევნებად. ახლა, ამ წუთას აუცილებად უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, პოლიტიკურად არის ძალიან მიზანშეწონილი ასე მოვიქცეთ. ათიათასობით ადამიანი საარჩევნო უბნებზე იბრძვის ხმების შესანარჩუნებლად და ვნახოთ საბოლოოდ რა სურათი დადგება. შემდეგ კი ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45%

Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics