|
2018-11-28 21:21:21, 1794 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ქვეყანაში პრინციპული არჩევანი გაკეთდა - ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავერთიანდეთ [ვიდეო]
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საზოგადოებამ პრინციპული არჩევანი გააკეთა. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. მან "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერისთვის მადლობა გდაუხადა. "მინდა ყველას ვუთხრა დიდი მადლობა. ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ქვეყანაში პრინციპული არჩევანი გაკეთდა. ამ არჩევანს აქვს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა საზოგადოებას, ქვეყნის წინსვლას და განთავისუფლებას. არჩევანი გავაკეთეთ მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეებისთვის. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა მე და ვინც ჩვენი თანამოაზრე დღეს არ არის, მაგრამ ყველანი ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ამიტომ გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ რასაც შევძლებ, რათა ჩვენ გავერთიანდეთ. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევანი მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს სახელმწიფომ უზრუნველყო. მადლობას ვუხდი ყველას ვინც არჩევნებზე მივიდა. ის მაღალი აქტიურობა რაც დაფიქსირდა მაღალ დემოკრატიას ნიშნავს. დაველოდები შედეგებს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს მოსახლეობის პრინციპული არჩევანი. მადლიერი ვარ იმ პარტიის რომელმაც მხარი დამიჭირა. მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, შვილების, რომლებაც განმიმტკიცეს რწმენა იმისა, რომ არასდროს უნდა შეგეშინდეს, არ უნდა დანებდე, უნდა მოითმინო მაგრამ მთავარი პრინციპები არ უნდა დათმო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა ჟურნალისტებს - ვიცი რომ ყოველთვის არ მიპასუხია თქვენი შეკითხვებისთვის, თუმცა ასე იყო საჭირო. გპირდებით, მომავალში კარგ თანამშრომლობას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)