|
2018-11-28 20:00:46, 3485 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი 55%, გრიგოლ ვაშაძე 45% - ეგზიტპოლის პირველადი შედეგები
Edison research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 45%-მა. კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, ხოლო საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაინიშნა. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს აშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. შეგახსენებთ, მოქალაქეებმა დღეს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩიეს, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით კი, არჩევა ამიერიდან არაპირდაპირი წესით მოხდება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)