|
2018-11-28 15:15:41, 1667 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი: აბაშაში „ოცნების“ დეპუტატი მიყვება ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში და აკონტროლებს ხმის მიცემის პროცესს
„აბაშაში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი პირადად მიყვება ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში და აკონტროლებს ხმის მიცემის პროცესს”, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის - „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილა ბრიფინგზე განაცხადა. უდუმაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის მათ მიერ დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც ისაუბრა. „ვაკის 51-ე უბანზე დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევები პირდაპირ ღიად. უბანთან ახლოს დგანან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ფულს არიგებენ. ამის ვიდეომასალა არსებობს. ვაკის მე-11 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, აქ პირდაპირ უბანში გახსნილია „ქართული ოცნების“ შტაბი და იქ მიმდინარეობს სიების გადამოწმება. ჩვენი დამკვირვებლები შევიდნენ და ნახეს მაგიდაზე გაშლილი სიები. მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა ეს ფაქტი დააფიქსირეს, ამ უბანზე მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ გარკვეული პირების მობილიზება მათ ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს დამვკირვებელს. ადგილზე იყო გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აბაშაში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი პირადად მიყვება ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში და აკონტროლებს ხმის მიცემის პროცესს. მათ ნაცვლად ხაზავს კანდიდატს. ბოლნისის რაიონში, სოფელ ხიდისყურის 37-ე საარჩევნო უბანში, პარლამენტარ გოგი მიშველიანის ძმა, რომელიც არის საკრებულოს წევრი, გოჩა მიშველიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენ წევრს, სამირა ისმაილოვას. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)