|
2018-11-28 13:16:53, 1017 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ. მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. „შვიდ საათზე გავხსენით საარჩევნო უბანი, 08:18-ზე მივიღეთ პირველი ამომრჩეველი. აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამ დროისთვის უკვე 118 ადამიანს აქვს ხმა მიცემული. სიაში გვყავს 1153 ამომრჩეველი. ველოდებით აქტივობის კიდევ გაზრდას. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რისთვისაც ადმინიტრაციას ვუხდით მადლობას“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ. შეფასება გააკეთა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა 113-ე საარჩევნო უბანზე, სანდო ალავერდაშვილმა. „საარჩევნო პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს, აქტივობაც შესაბამისია და დღის ბოლოსთვის, ვფიქრობ, მივიღებთ შესაბამის შედეგს“, - აღნიშნა სანდრო ალავერდაშვილმა „მონაწილეობა მივიღე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ყველაფერმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა. ხმის მიცემა სტაბილურად, მშვიდად მიმდინარეობს და არჩევანის უფლება ყველას თავისი აქვს. მივეცი ხმა კანდიდატს, რომელიც წაიყვანს საქათველოს სწორი მიმართულებით, ევროკავშირში გააწევრიანებს და ჩვენი ქვეყანა განვითარების გზით წავა“,- განაცხადა მსჯავრდებულმა. საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)