23:48 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 13:00:52, 1180 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან ცარიელი ბიულეტენები აქვთ გამოტანილი

გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს გამოტანილი აქვს ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს მოუწოდა პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ".

"ნაცმოძრაობის" აქტივისტებს გამოტანილი აქვს ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან. აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე სოფელ მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნეს აგრესიული ფონი. ეს არის დაბალი კულტურის და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ ნაციონალური მოძრაობისგან. მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ "ნაცმოძრაობას" და "რუსთავი 2"-ს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა.10- საათის მონაცემებით აქტივობა არის ძალიან მაღალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იყო პირველი ტურის შემთხვევაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის . მაღალი აქტივობის ხარჯზე, ჩვენ შევძლებთ საკადრისი პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს, აგრესიას და ძალადობას, რომელიც მოედინება ნაცმოძრაობის მხრიდან, მოედინებოდა წლების განმავლობაში და სამწუხაროდ მოედინება დღესაც "რუსთავი 2"-ის მეშვეობით და მათი აქტივისტების მხრიდან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics