|
2018-11-28 10:53:35, 1142 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.26% შეადგინა - ვიდეო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.26% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 255 251 ამომრჩეველია. პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 10:00 სთ-ის შეადგინა 215 294 ამომრჩეველი, რაც პროცენტულად 6.14%-ი იყო. მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაში“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)