07:35 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 16:50:33, 610 ნახვა

საზოგადოება
ბოლო მონაცემებით, სხეულის დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანმა მიიღო დაზიანება. 

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დაწყების წინ   განუცხადა. 

სერგეენკოს  ინფორმაციით,  ყველა დაზარალებულს დახმარება აღმოუჩინეს და ამ დროისთვის 5 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 

„მათი მდგომარეობა სხვადასხვა  სიმძიმის არის.  ძირითადად  საშუალო სიმძიმის დაზიანებებია.  ერთ პაციენტს  აქვს მძიმე ტრამვა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს საბედნიეროდ მათ შორის ბავშვები არ არის“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ამასთან, დავით სერგეენკოს  თქმით, გარდაცვლილების  შესახებ მონაცემები ითვლება და საბოლოო მონაცემები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას გააცნობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics