|
2018-11-27 16:57:11, 1095 ნახვა
საზოგადოება
„ადამიანები, რომლებიც ცვლიან გარემოს“ - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტისთვის დაჯილდოვდა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ТHE NEW YORK TIMES - ის ყოველწლიური გამოცემის Turning Points-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. „ადამიანები რომლებიც ცვლიან გარემოს“ - ასე ეწოდება ნომინაციას და ჯილდოს, რომელიც მამუკა ხაზარაძეს „საუკუნის სახელების" დაჯილდოების ნაწილში, საუკუნის პროექტის - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გადაეცა. ТHE NEW YORK TIMES-ის ყოველწლიური გამოცემის TURNING POINTS - ის პირველი ლიცენზირებული გამოცემის წარდგენა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. Turning Points - ს, რომელსაც წლის მაპროგნოზირებელ გამოცემასაც უწოდებენ, წელს მსოფლიოს 26 ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა. ჟურნალი “Turning Points” 2018 წლის საინტერესო კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიებს, ესეებს, ამ სფეროების წარმომადგენლების პორტრეტებსა და ფოტოპროეტებს აერთიანებს, მათ შორის, ინტერვიუს მამუკა ხაზარაძესთან, სათაურით - „უფრო მეტი, ვიდრე ღრმაწყლოვანი პორტი“. გამოცემის წარდგენაზე საუკუნის სახელების საპატიო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კომპოზიტორი გია ყანჩელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და სხვები.
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)