09:54 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:48:19, 970 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის 15 მლნ ევრო გამოიყო

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის" სასესხო შეთანხმებას.

 დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას  ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის" ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და მოემსახურება ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.

 დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

 

 დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით  3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორის განვითარებისკენ.დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის" სასესხო შეთანხმებას.

 დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას  ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის" ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და მოემსახურება ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.

 დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

 დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით  3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორის განვითარებისკენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics