|
2018-11-26 20:45:15, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს მიმართავს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყველას ეხება. „სამი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც აღარ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ისევე, როგორც თქვენ, მეც მთელი გულით და გონებით ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე ვფიქრობ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველას გვეხება, აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. გულწრფელად მაღელვებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ამიტომ, გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის მოძალადე, ანტიეროვნულ რეჟიმს. მაშინ მთელი ერი გაერთიანდა სააკაშვილის უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე ხელისუფლების შესაცვლელად. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო ახლა არ არის. ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა რაც მათგან მომდინარეობს, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის შექმნით, ბიზნესის დატერორებით და ადამიანების ქონებების წართმევით, ასიათასობით მოქალაქეების გასამართლებით და მათი ცხოვრების დანგრევით, ქვეყანაში უსამართლობისა და უთანასწორობის დამკვიდრებით. ჩვენ კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი და მის მიერ ჩვენი გმირი სამხედროებისა და გმირი პოლიციელების მიტოვება შუა ომში, გვახსოვს ხალხის წინაშე ჩადენილი მისი ყველა დანაშაული. სხვათაშორის, ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს, აღარ უნდა ქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“, - წერს ყოფილი პრემიერი Facebook-გვერდზე.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)