|
2018-11-25 13:10:31, 1314 ნახვა
საზოგადოება
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ფოტოპროექტის „პატარა თბილისი" პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თომასთან ერთად ფოტოპროექტის „პატარა თბილისი" პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული პროექტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა". პროექტის ფარგლებში გამოიცა ფოტოალბომი, რომლის მთავარი გმირები ბავშვები არიან. მაკა ჩიჩუამ ფოტოალბომში შესული ფოტოების გამოფენა დაათვალიერა და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. „მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს ნინო ონიანსა და გოგა ჩანადირს, ამ ძალიან კარგი საქმისთვის. გოგა ყოველთვის ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში და მუდმივად მზად არის ხელი გაუმართოს მათ ვისაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. ორი სიტყვით მინდა ჰოსპისზე გითხრათ, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მისი დაარსება გადაწყვიტა ნინო კიკნაძემ და მე სიამოვნებით ჩავერთე ამ პროექტის განხორციელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპისის დასახმარებლად მუდმივად ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მას ყოველთვის სჭირდება კვება, ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშული პროექტიდან შემოსული თანხა ჰოსპისს მოხმარდება" ,-აღნიშნა ქვეყნის პირველმა ლედიმ. ღონისძიებას პროექტში მონაწილე ბავშვები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)