|
2018-11-24 13:21:46, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი: სამგორში შექმნილია სპეცსიები, რომელიც გაზრდილია 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით
„სამგორის ოლქში შექმნილია სპეცსიები და ეს სპეცსიები, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილი არის 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სამგორის ოლქში და პრაქტიკულად შეცვალონ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც გრიგოლ ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში მონაცემები შეცვალოს. ამასთან, ბეჟაშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს სამგორის საარჩევნო ოლქს. „მარტო თბილისის სამგორის ოლქში შექმნილია სპეცსიები და ეს სპეცსიები, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილი არის 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სამგორის ოლქში და პრაქტიკულად შეცვალონ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში იყო. მარტო სამგორის საარჩევნო ოლქის 47-ე უბანზე დამატებული არის 146 სამხედრო მოსამსახურე, 84-ე უბანზე დამატებულია 402 სამხედრო მოსამსახურე, 83-ე უბანზე დამატებულია 613 სამხედრო მოსამსახურე, ჯამში, ეს რიცხვი შეადგენს 1329 ხმას და პრაქტიკულად შეუძლია, გადაწყვიტოს, შეცვალოს პირველი ტურის შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, მიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების და ახალი სქემების შემუშავებას, მოგვცეს იმ სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების სია, რომლებიც ჩასმულნი არიან სამგორის საარჩევნო ოლქში საარჩევნო მანიპულირებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მათი ადგილსამყოფელის და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოვუწოდებთ საერთაშორისო და სადამკვირებლო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ სამგორის საარჩევნო ოლქში ჩამოთვლილ უბნებზე ხმების მანიპილაციის მცდელობას და ასევე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენ სამგორელებს, პირველ ტურის მსგავსად მეორე ტურშიც ვიაქტიუროთ, რადგან ხელისუფლებას ვაჩვენოთ ხალხის ძალა და არ მივცეთ გაყალბების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)