|
2018-11-23 16:52:52, 1637 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: რევოლუციიდან 15 წლის თავზე, გვაქვს დიდი გამოწვევა - საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული
„15 წლის წინ, ქართველმა ხალხმა მოახდინა ნამდვილი სასწაული - 15 წლის თავზე, გვაქვს დოდო გამოწვევა, ისევ მოაჯდა საქართველოს ურჩხული“, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სააკაშვილი მოქალაქეებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს და „ვარდების რევოლუციაზე“ საუბრობს. „ყველას ეგონა, რომ შევარდნაძე იყო დაუმარცხებელი, რომ ეს სისტემა იყო მუდმივი, რომ ჩვენ ქვეყანას არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა წარმატების მიღწევის და წინსვლის. მაშინ ხალხმა ამ უიმედობას გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა ქვეყანა. ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. საქართველო იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, საქართველომ დაიწყო წინსვლა, ქართველებმა დაიწყეს ქვეყანაში დაბრუნება. უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა. ახალი ქალაქები აშენდა. საქართველომ ირწმუნა საკუთარი თავის ძალა. ახლა, 15 წლის თავზე გვაქვს დიდი გამოწვევა. ისევ მოაჯდა საქართველოს ურჩხული. ისევ შევარდნაძის ბევრი ძველი კადრი, ძველი დაბრუნდა სისტემა, ისევ მიგვათრევენ 90-იანებში და კიდევ უფრო უკან. მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩვენი ხალხი ახლაც დაანახებს მსოფლიოს საკუთარ თავმოყვარეობას, ღირსებას და ყველას მართლაც განაცვიფრებს. საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა. მე უსაზღვროდ მწამს ქართველი ხალხის, ჩვენი ბრძოლისუნარიანობის და გამძლეობის, ჩვენი გადარჩენის ინსტინქტის, ჩვენი გამარჯვებისკენ სწრაფვის. წმინდა გიორგი იყოს ამ ყველაფერში ჩვენი მფარველი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გადავლახავთ ამ პრობლემებსაც. საქართველოს ყველაფერი გამოუვა, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა! დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)