|
2018-11-23 16:33:39, 3860 ნახვა
სხვადასხვა
მეცნიერებმა ყავის ახალ დადებით თვისებებს მიაკვლიეს
სამეცნიერო ინფორმაციის (ISIC) ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავის ყოველდღიური მიღება ებრძვის ისეთ დაავადებას, როგორიც დიაბეტია. ამასთან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჯანსაღ პაციენტებს ყავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება კოფეინის და რამდენიმე მიკროზეთის კომბინაციაში მიღების შედეგად, მეორე ტიპის დიაბეტის მიმართ უფრო მტკიცე იმუნიტეტი უყალიბდებათ. მეცნიერებმა 30-ზე მეტი ყავის შესახებ კვლევის შედეგები გაანალიზეს. ამ კვლევებში ჯამში 1 185 210-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ დღეში 3-4 ფინჯანი ყავის მიღება მეორე ტიპის დიაბეტის დაავადების საფრთხეს საშუალოდ 25% ამცირებს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყავა ორგანიზმში ანთებით ეფექტს ახშობს, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას და ცხიმის შლას უწყობს ხელს. ამასთან მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ყავა გულსისხლძარღვთა დაავადებების პროგრესირებაზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)