|
2018-11-22 15:31:52, 1993 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიის, „Küehne + Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი 22 ნოემბერს შვეიცარიული სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის, „Küehne + Nagel"-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივები. კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას 2019 წლის მეორე ნახევარში განიხილავს. „Küehne + Nagel" წარმოადგენს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც 1980 წელს ქ. ბრემენში, გერმანიაში დაარსდა. კომპანია ეწევა საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვებს, საკონტრაქტო და ინტეგრირებულ ლოგისტიკურ მომსახურებას. „Küehne + Nagel" გააჩნია 1300-მდე წარმომადგენლობა 100 ქვეყანაში. დასაქმებული ჰყავს მთლიანობაში დაახლოებით 97 000 თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა კი 2017 წელს 18.59 მილიარდი შვეიცარული ფრანკი (სუფთა მოგება - 7,02 მილიარდი CHF) შეადგინა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ქალაქ ფოიზისბერგში. „Küehne + Nagel" შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო-ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)