00:58 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 14:56:01, 2460 ნახვა

მსოფლიო
გრუ-ს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი გარდაიცვალა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ კორობოვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, 62 წლის კორობოვის გარდაცვალების მიზეზად "მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა" დასახელდა.

მედიის ცნობით, ის გრუ-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

ცნობისთვის, აღნიშნული უწყება მსოფლიო სკანდალში არა ერთხელ გახვეულა, მათ შორის სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალების მოწამვლის საქმეშიც ფიგურირებდა. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სკრიპალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტავდასხმა სწორედ გრუ-ს მიერ იყო ორგანიზებული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics