|
2018-11-22 12:36:36, 1238 ნახვა
კომენტარი
„რემაინდერის“ დამფუძნებელი: აგრესიული კომუნიკაცია „ქართულ ოცნებას“ და ზურაბიშვილს სასურველ შედეგს მოუტანს
არჩევნების დროს შავი პიარის და ნეგატიური კამპანიის წარმართვა ახალი ხერხი არ არის. ამ ტაქტიკას ოპონენტის დისკრედიტაციისთვის იყენებენ მთელ მსოფლიოში. კვლევითი კომპანია Wesleyan Media Project-ის მონაცემების თანახმად, 2012 წელს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბარაკ ობამას რეკლამირებაზე დახარჯული 239 მლნ აშშ დოლარის მხოლოდ 6% დაიხარჯა პოზიტიური მესიჯების გაჟღერებაზე... ნეგატიური მესიჯებით გამოირჩევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიებიც. თბილისში გამოჩნდა ბილბორდები, რომელზეც დატანილმა ვიზუალმა და გზავნილმა გააღიზიანა საზოგადოების ერთი ნაწილი. „რემაინდერის“ დამფუძნებელისა და PR სპეციალისტის, გიორგი კალატოზიშვილის თქმით, მსგავსი აგრესიული მიდგომა მმართველ გუნდსა და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სასურველ შედეგს მოუტანს, რადგან არჩევნების მეორე ტურზე მივლენ ადამიანები, რომელთაც სურთ აირიდონ არასასურველი შედეგის მიღება ახლო მომავალში. „ორივე კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი მუშაობს პოტენციური ამომრჩევლის მობილიზებაზე. ადამიანების მობილიზება შეუძლებელია მოტივირების გარეშე. მოტივაცია კი არის ენერგია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, როგორც უარყოფითი შედეგის ასარიდებლად (მოტივაცია Away-From, რაღაცის არიდება), ისე სასურველი შედეგის მისაღებად (მოტივაცია Towards, რაღაცისკენ სწრაფვა). რეკლამის და ნლპ ტექნოლოგიების სპეციალისტებმა ეს კარგად იციან და აქვთ ადამიანების დარწმუნების და მოტივირების უნარი. ეს კარგად ჩანს ახალი ბანერებიდან, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს საფრთხობელასავით და ააქტიურებს მოტივაციას Away-From, რომლის მიზანია უსიამოვნო შედეგისგან თავის დაზღვევა („ნაციონალური მოძრაობის“, ან მისი სატელიტის ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა). ვფიქრობ, თავისი ბრუტალური ფორმისა და შინაარსის მიუხედავად, ასეთი აგრესიული კომუნიკაცია მოუტანს სასურველ შედეგს „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, რადგან მე-2 ტურზე მეტწილად მივლენ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ვერ ხედავენ პოზიტიურ დინამიკას და სასურველ მიზანს, მაგრამ აქვთ საკმარისი მოტივაცია (Away-From) იმისთვის, რომ აირიდონ, მოიშორონ, არ დაუშვან, უკუაგდონ, არასასურველი შედეგის მიღება ახლო მომავალში“, - განაცხადა გიორგი კალატოზიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)