|
2018-11-21 19:43:57, 1252 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი NGO-ებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევების შესახებ ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს მიმართონ
2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხეელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და "ქართული ოცნება"' გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალსტების მიერ დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელი დღე არის იმის ყველაზე კარგი დასტური, თუ როგორი პროგრესი განიცადა საქართველომ დემოკრატიის გზაზე. "ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ბუნებრივია, დემოკრტიის განვითარებამ და ამ წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, fake news-ების უზარმაზარი ტალღა ვიხილეთ და ეს ყველაფერი მათი ნარატივის ნაწილია. თუ რომელიმე ორგანიზაციას ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სახის დაღრვევისა თუ ხარვეზის შესახებ, აუცილებელია, დროულად მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი რეაგირების საშუალება ჰქონდეს. როდესაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა მოხდეს ყველას მხრიდან. თუ არსებობს კონკრეტული დარღვევა და ინფორმაცია, ეს უნდა მიეწოდოთ შესაბამის ორგანოებს", - განაცხადა პრემიერმა. ბახტაძე სრულიად უსაფუძვლოსა და "ყურით მოთრეულს" უწოდებს ბრალდებებს, თითქოს მთავრობა ახალი ინიციატივებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მამუკა ბახტაძის თქმით, კანონმდებლობაშია გაწერილი, რომ ესა თუ ის ინიციატივა არ უნდა ემსახურებოდეს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას. "17 აგვისტოს, როდესაც მე პირადად ავიღე ვალდებულება, რომ შემოდგომაზე მოვაგვარებდით ე.წ შავი სიის პრობლემას, წინასაარჩევნო პერიოდში არ ვიმყოფებოდით. რაც შეეხება სოციალური პოლიტიკის ინიციატივებს, ჩვენ ამავდროულად ავიღეთ ვალდებულება, რომ შევცვლიდით სოციალურ პოლიტიკას, განსაკუთრებით unicef-ის ცნობილი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ შევათანხმეთ ეს პროგრამა ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს. ბიუჯეტი პარლამენტში განხილვის სტადიაშია და ლოგიკურად იბადება კითხვა - მაშინ როდის უნდა გაგვეჟღერებინა ეს ინიციატივები, თუ არა ამ პერიოდში. შესაბამისად, ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები ჩატარდება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებისა და პრინციპების დაცვით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს კონკრეტული ფაქტები შესაძლო დარღვევების შესახებ, მოუწოდა, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს "ნებისმიერ სიმახინჯეზე", თუ ის არსებობს. "თუმცა, ჩვენ ისეთ დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე, მე, როგორც მოქალაქე, არც იმას გამოვრიცხავ, თვითონ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდეს გარკვეული სცენების დადგმას ან დეზინფორმაციის პოპულარიზაციას, რაც მათ არაერთელ გაუკეთებიათ. ამიტომ, აუცილებელია, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს და მას აქვს კონკრეტული საფუძველი, ის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც საზოგადოების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)