|
2018-11-21 16:07:49, 1378 ნახვა
სამართალი
გახარია: ქვეყნის ერთიანობა საერთო მიზანია - ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თითოეულ ჯარისკაცს და პოლიციელს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ომის ვეტერანებთან ერთად შინდისის გმირთა მემორიალს პატივი მიაგო და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ ვეტერანებს სიტყვით მიმართა. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმდენი ემოციური, აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი რამ იყო ნათქვამი იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წელს საქართველოსთვის თავს წირავდნენ, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ჩავთვალეთ ამ ხალხს დავდგომოდით გვერდში. ჩამოვედით, რათა პირველ რიგში იმ პოლიციელებს, რომლებიც იბრძოდნენ და ყველა სამხედროს ვინც აქ იბრძოდა, ოფიციალურად ვუთხრათ: რეალობას მოწყვეტილი რაღაც იდეები, რომ შეიძლება ვიღაცამ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა, ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, რომ მათ შეიძლება რაღაც რისკები გაუჩნდეთ. თითოეულ ამ ადამიანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უწყებები ყოველთვის ედგება გვერდით, დაიცავს როგორც მათ უფლებებს, ასევე ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ ესაჭიროებათ დღეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე და ყოველგვარ რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აქ მოვსულიყავით ვეტერანებთან ერთად, 2008 წლის ომის ვეტერანებთან, როგორც პოლიციელებთან, ასევე სხვა დანაყოფების წარმომადგენლებთან. ჩვენ გვესმის, რომ ამ ხალხისთვის ეს საოკუპაციო ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ქვეყნის ერთიანობა დღეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ თითოეულ მათგანს, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ პოლიციელს დავიცავთ ყოველთვის“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)