|
2018-11-21 11:54:33, 901 ნახვა
საზოგადოება
„ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და ქართული ლუდის კომპანიის, „ზედაზენის“ ორგანიზებით, 20 ნოემბერს „ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა "ზედაზენის" ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს და განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ქართული ბიზნესისთვის გახსნილი სხვადასხვა პერსპექტივები. "საქართველოში საქმის კეთება შესაძლებელია - ეს არის კომპანია ,,ზედაზენის’’ დამფუძნებლის, ბატონ ცეზარ ჩოჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. დღეს ჩვენ ვიხილეთ თანამედოვე სტანდარტებით აღჭურვილი ქარხანა, დავესწარით წარმოების პროცესს და დავრწმუნდით, რომ ზედაზენის წარმოებული პროდუქციის ხარისხი მართლაც საუკეთესოა", - განცხადა საქართველოს ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ. "ქართული ლუდის კომპანიას’’ აქვს ამბიცია იყოს ლიდერი არა მარტო ქართულ ბაზარზე, თავისი წარმოებული პროდუქციის ხარისხით, არამედ ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელს უშუალოდ აცნობ თუ სად და როგორ ხდება პროდუქციის წარმოება, რაც წარმოადგენს ამ წარმოების ძირითად ფუნდამენტს", - აღნიშნა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ დაარსების დღიდან ახორციელებს გასვლით ვიზიტებს საბჭოს წევრ კომპანიებში. პროექტის მიზანი ქართული პროდუქციის, წარმოებისა და თანამედროვე სერვისების პოპულარიზაციაა.
(R)
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)