05:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 18:43:13, 1528 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვაზე: სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე NGO-ების მიერ გავრცელეულ ინფორმაციას, ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმესთან დაკავშირებით, წარმოუდგენელს უწოდებს.

როგორც მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა უნდა დაიწყოს, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მან შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, მესამე სექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოიძიონ.

„ალბათ, ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი და ობიექტურად მოფიქრალი, ვისაც აქვს ელემენტალური ინფორმაცია, იტყვის და ეს იქნება მართალი, რომ ეს არის წარმოუდგენელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამასთან დაკავშირებით გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი. არ დარჩეს არც ერთი კითხვა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით იქნება, ჩემი აზრით, გამოძიება ჩასატარებელი და უნდა გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ინფორმაცია, 1% ამ ინფორმაციის ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ რაღაც საბოტაჟის, პროვოკაციის ნიშნები, რა წყაროებზეა საერთოდ საუბარი და არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics