|
2018-11-20 16:23:27, 1040 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის მე-18 საერთაშორისო გამოფენა გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-18 საერთაშორისო გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყოს ხელი უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოყვანით და ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირებით. გამოფენის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს იტალიის და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 14 ქვეყნის 120- ზე მეტი კომპანია იღებს. მათ შორის, ბელარუსი მწარმოებლები. გამოფენის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ ბელარუსის ნაციონალური პავილიონი საზეიმოდ გახსნა და დაათვალიერა. ნაციონალურ პავილიონში წარმოდგენილია უმსხვილესი ეროვნული საკონდიტრო საწარმოები, ძეხვეულის, ბავშვთა კვებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.
(NS)
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)