|
2018-11-20 14:56:15, 1449 ნახვა
საზოგადოება
სამი წლის განმავლობაში CO-თი მოწამვლით 64 პირი გარდაიცვალა
„ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში CO-თი მოწამვლით 64 პირი გარდაიცვალა და 194 მოიწამლა. კომპანიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევები მცირდება, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიზანი ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად ნულამდე დაყვანაა. "ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მოსახლეობის საფრთხეების შესახებ ინფორმირება და მათ მიერ სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებაა. რამდენიმე წელია, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქტიურ უსაფრთხოების კამპანიას აწარმოებს სახელწოდებით „მეტი უსაფრთხოებისთვის“. მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უგულებელყოფს კომპანიის სპეციალისტების რჩევებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. კომპანიამ გადაწყვიტა, შეცვალოს „მეტი უსაფრთხოების“ კამპანიის სტრატეგია და აღარ შემოიფარგლება ცალკეული კლიპებითა თუ ბანერებით, ამ კამპანიაში ჩაერთო რეალური ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს გაუფრთხილებლობით CO (ცეოთი) მოიწამლნენ, ან მათ ოჯახებში ტრაგედია დატრიალდა“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართელმა გიგლა თამაზაშვილმა.
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)