|
2018-11-20 14:28:06, 1149 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაო შეხვედრებს მართავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ვიზიტი მინისტრის კაბინეტის დირექტორთან, მატიე ერონდართან შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში. სამუშაო ვიზიტის პირველი დღე 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის სისტემის, იუსტიციის ოფიცრების მიერ გატარებული აღმზრდელობითი ღონისძიებების შინაარსისა და არასრულწლოვანთა მიერ დახურულ და ღია დაწესებულებებში სასჯელის აღსრულების საკითხების განხილვას დაეთმო. დისკუსიას საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდების სამართლებრივი დაცვის დირექციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროირიტეტი არის არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსჯავრდებულთა ხარისხიანი მომსახურება, მათი პროფესიული მომზადება/გადამზადება, სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება საქართველოს პენიტენციური სისტემის მთავარი პრიორიტეტია. ასევე, სისტემის უფრო ეფექტიანი მართვის მიზნით საქართველოში მცირე ზომის (500-600 პატიმარზე გათვლილი) დაწესებულებების მშენებლობა იგეგმება. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ამოქმედებული განრიდება/მედიაციის პროგრამებით საქართველოში უკვე 3000-მა არასრუწლოვანმა ისარგებლა, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველო ასევე გამორჩეულია თავისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სისხლის სამართლის პროცესით. სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური ადმინისტრაციის დირექციის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო სასჯელის აღსრულების სისტემას და პენიტენციური სისტემის მართვას. ამასთანავე, თეა წულუკიანი და გიორგი პატარიძე ნანტერში სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვივნენ, რათა ადგილზე გასცნობოდნენ პროცესს, თუ როგორ ხდება ციხეში შესვლის პირველივე დღიდან პატიმრის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციაზე ზრუნვა და მისი მომზადება გათავისუფლების დღისთვის.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)