|
2018-11-20 13:57:08, 1084 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიისა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება
დედაქალაქის მერიისა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი სოციალური კამპანია - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება. როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბედნელიანმა განცხადა, დედაქალაქის მერია კომპანია “ყაზტრანსგაზ - თბილისს” მოუწოდებს, საცხოვრებელ ბინებში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების აღმოჩენის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ ზომები. „2018 წელს, დედაქალაქის მასშტაბით დაფიქსირდა CO-თი მოწამვლის 16 და გარდაცვალების 13 შემთხვევა. ამ ციფრების უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ძვირფასი ადამიანები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო კომპანია “ყაზტრანსგაზ- თბილისს” მთელი სიმკაცრით მიუდგნენ ისეთ შემთხვევებს, სადაც ადგილი ექნება გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების კუსტარულად დაყენებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არამარტო იმ ოჯახს, არამედ მეზობლებსაც. ასევე მინდა ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, ნებისმიერი საფრთხის არსებობის შემთხვევაში დარეკონ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ტელეფონის ნომერზე- 114 და მოითხოვონ გაზის ქსელის შემოწმება. მათ მომსახურებას გაუწევენ კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები”,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა. “მოვუწოდებთ ჩვენ აბონენტებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები, რომლებსაც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გასცემენ გეგმიური შემოწმების დროს. ამასთან, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 24-საათიან რეჟიმში ემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს და ნებისმიერ დროს გამოძახების შემთხვევაში, თანამშრომლები მზად არიან მივიდნენ და უფასოდ უფასოდ მოემსახურონ“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა ღონისძიებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი დაესწრო. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურში ასევე იმყოფებოდნენ მაშველები, 114-ის სამუშაო ჯგუფის წევრები და სხვადასხვა დროს CO-თი მოწამლული მოქალაქეები, რომლებმაც კონკრეტული ისტორიები გაიხსენეს და მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)