|
2018-11-19 12:47:00, 1761 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში უმუშევრობის დონე 0.1%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ზრდა განპირობებულია სეზონურობის ფაქტორით, რაც განათლების დარგში დაქირავებულთა რაოდენობის, ასევე აღმზრდელების რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. ამასთან, საქსტატის ცნობით, III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64.3 პროცენტი შეადგინა. „წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 2018 წლის III კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა კვარტალთან შედარებით. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქალაქო დასახლებებში - 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია კაცებში. 2018 წლის III კვარტალში აქტიურობის დონე ქალებში - 56.1 პროცენტს, ხოლო კაცებში - 73.9 პროცენტს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 0.4 და 0.2 პროცენტული პუნქტით. 2018 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების დონე ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 0.7 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)