|
2015-06-14 08:34:23, 2106 ნახვა
სხვადასხვა
იმდენის განწირული კივილი მესმოდა, ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს რეალურად ხდება, ჩემს თვალწინ
"ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის“ დოქტორანტურის მკვლევარი გრიგოლ გეგელია "ფეისბუქზე" დილის 7 საათზე ვერის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აღწერს, რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში მის სახლთან ახლოს. "მზიური განადგურებულია, გზა სამგან ჩატეხილი. ხილიანის მხარეს გარაჟებიც კი ჩამოუნგრევია. ასევე მონგრეულია წყლის სქელი მილი, ძველი ხიდი, ათობით ხე არის განადგურებული, ინფრასტრუქტურის მოზრდილი ნაწილი ამ ქვემო ნაწილში სრულიად გამოსაცვლელია. ადგილზე მობილიზებული იყო ჯარის პატარა რაზმი (გაქცეული ცხოველების გამო), უკვე დაწყებული იყო გაწმენდითი სამუშაოები"; "მე სკაიპზე ვლაპარაკობდი. უბრალოდ დიდი წვიმა იყო ჩემთვის, ხმა წინა დღეებშიც საშინელი ჰქონდა მდინარეს. ბოლო კვირაში სულ ადიდებული იყო თითქმის. მესმოდა ბრახუნის ხმები, ვფიქრობდი რომ ჟესტებს აცლიდა გარაჟებს. უცებ შუქი წავიდა და ორ წუთში ნეტიც გაითიშა. ამწამს ავდექი და გავედი და რას ვხედავ, თურმე ის ბრახუნი, რაც მთელი 40 წუთი მესმოდა, არის მანქანების ბრახუნი, რომელიც მდინარეს მოაქვს და ჩემი სახლის წინ ლურჯ ხიდს მთელი ძალით აჯახებს. ერთი მაინც სასწაული იყო, ჯერ ხეზე ამოტრიალდა და ნახევრად ჰაერში მყოფი ხიდს შეასკდა. ხიდი დეფორმირებულია სრულად, დილით გავიარე ზედ, ღრჭიალებს. რაწამს ჩავარდება, საკითხავია... დავინახე კაცი, რომელიც მაგისტრალის შუაში, ამ საშინელ დინებაში იყო გაჩხერილი ელექტრობოძს აკრული და გაჰკიოდა, მიშველეთო. 3 საათი მარტო მაგას ვუყურე... სრულ უკუნეთში, ამხელა დინებაში, ელექტრობოძს აკრული... იმდენის განწირული კივილი მესმოდა, ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს რეალურად ხდება, ჩემს თვალწინ, მითუმეტეს იმ ადგილებში, სადაც ყველაზე პირდაპირი გაგებით გაზრდილი ვარ...".
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)