|
2018-11-16 12:53:52, 1641 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: აშშ-ის მოვალეობის შემსრულებელს ვუთხარი, როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბნელ საბჭოთა კამპანიად
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან უილსონს წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. "შევხვდი ამერიკის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სულ ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში, 2 კვირაა თუ არცკი; რომელსაც ჰქონდა მანამდე მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან და პირველი მე შემხვდა, რომ მესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში. მე ავუხსენი, რა მდგოამრეობაში დაიწყო საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ ეს ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის კამპანია, როგორ გადაიქმნა ეს კამპანია ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად, ვიდრე ის, რასაც მე ვისურვებდი. ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალები გავაცანი მე მას, თუნდაც ის ბოლოდროინდელი მუქარები, რომლებიც მათ შორის, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ასევე ამერიკის მოქალაქეა და ეს მისთვის აუცილებლად სათქმელი იყო, რომ სცოდნოდა. ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემების და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქედან, თუ როგორ ჩატარდა ეს კამპანია და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე ინფორმაციით, საელჩოში დღის განმავლობაში განცხადება გაკეთდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)