|
2018-11-16 12:28:39, 1578 ნახვა
კომენტარი
კალაძე - „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ქართველ სამხედროებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ
„მივმართავ მათ, ვინც გადალახა პოლიტიკური ოპონირების დასაშვები ზღვარი: ვერ ეღირსებით, ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას!“ - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგე განაცხადა. კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დარტყმას აყენებს შეარაღებულ ძალებს და ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, „სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ქართულ მიწაზე ეთნიკური წმენდა ჩაატარეს“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ - დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან! სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)