01:53 - 05 Nov, 2026
|
2018-11-16 12:06:57, 4395 ნახვა
სხვადასხვა
კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იაპონელ მინისტრს კომპიუტერით არასდროს უსარგებლია
კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა 68 წლის იაპონელმა მინისტრმა იოსიტაკა საკურადამ აღიარა, რომ კომპიუტერით არასდროს უსარგებლია, - ამის შესახებ Kyodo News იუწყება. შესაბბამისი განცხადება სახელმწიფო მინისტრმა იაპონელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მინისტრის მტკიცებით, ის საკუთარ თანამშრომლებსა და მდივნებს 25 წლის ასაკიდან მხოლოდ განკარგულებებს აძლევს. "ცხოვრებაში არასდროს მისარგებლია კომპიუტერით", - აღნიშნა მან. ერთ-ერთი დეპუტატი დაინტერესდა გამოიყენება თუ არა იაპონურ ატომურ ელექტროსადგურებზე USB-ფლეშკები, თუმცა საკურადამ კითხვას ვერ უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე პასუხი სპეციალისტებმა უნდა გასცენ. პოლიტიკოსებმა მინისტრი აღნიშნულის გამო გააკრიტიკეს და აღნიშნეს, ის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)